ევროპის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი საფრანგეთში თამაშობს

ევროპული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი საფრანგეთის ლიგა 1-ში თამაშობს.

ბრაზილიელმა მცველმა მაქსველმა, რაიან გიგსის რეკორდი მოხსნა და ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელთა სათავეში სწორედ ის დგას.

მაქსველმა სხვადასხვა წლებში “აიაქსის”, “ინტერის”, “ბარსელონასა” და “პსჟ-ს” რიგებში ითამაშა, კარიერაში 36 ტიტულის მფლობელია და რაიან გიგზს 2 თასით უსწრებს.

უკანასკნელი თასი მან “პსჟ-სთან” ერთად საფრანგეთის თასი მოიგო, რომლის ფინალშიც “მონაკოს” სძლია.

ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელების სია:

1. მაქსველი – 36 თასი
2. რაიან გიგზი, დანი ალვეში – 34
3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 32
4. ანდრეს ინიესტა, კენი დალგლიში – 31
5. ვიტორ ბაია – 30
6. ლიონელ მესი – 29
7. ჩავი – 28

 

 

წყაროmysports.ge
გაზიარება