პირლო: “მე არავინ მგავს”

ფეხბურთის ექსპერტები და გულშემატკივრები “ნიუ იორკ სიტის” ნახევარმცველ ანდრეა პირლოს სხვადასხვა მოთამაშეებს ხშირად ადარებენ ხოლმე, მაგრამ თავად იტალიელი შუახაზელი ამბობს, რომ მის მსგავსად არცერთი ფეხბურთელი არ თამაშობს.

“ხალხი ხშირად მადარებს მარკო ვერატის და მეც მომწოს ის, მაგრამ ჩვენ განსხვავებული სათამაშო სტილი გვაქვს. ძალიან მომწონს “ინტერის” ნახევარმცველი რობერტო გალიარდინიც, მაგრამ ჩვენ მოედანზე განსხვავებული როლები გვაკისრია.

სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ ფეხბურთელს, რომელიც ჩემსავით თამაშობს. ბევრი ნიჭიერი ნახევარმცველი მოიძებნება, მაგრამ ისეთი პლეიმეიქერი არა, როგორიც მე ვარ”, – ციტირებს პირლოს სიტყვებს Goal.com-ი.

 

 

წყაროhttp://fanebi.com
გაზიარება