დანა უაითი: “არ არსებობს გარანტია, რომ ფლოიდი კონორს დაამარცხებს”

UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი გარანტია, რომლის მიხედვითაც კრივის ლეგენდა ფლოიდ მეივეზერი UFC-ის ვარსკვლავ კონორ მაკგრეგორს დაამარცხებს.
“ბრძოლების მთავარი ღირსება სწორედ ისაა, რომ არასდროს იცი, ვინ გაიმარჯვებს. დამიჯერეთ, არაერთი უიქენდი ყოფილა, როცა ყველა ფიქრობდა, რომ ერთ-ერთი მებრძოლი აუცილებლად დამარცხდებოდა, თუმცა ისინი იმარჯვებდნენ. ეს ბრძოლების გიჟური მხარეა. ეს ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს გარანტია, რომ ფლოიდი ამ ბრძოლას მოიგებს. ასე რომ იყოს, მაშინ რატომ გადაიხდით ფულს ამ ბრძოლის სანახავად?
კონორი 27 წლისაა, ფლოიდი 40 წლის. კონორი უფრო დიდია, უფრო ძლიერი. მის დარტყმებს ნოკაუტის ძალა აქვთ. ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება” – აღნიშნა დანამ.
საინტერესოა, რომ დანა უაითს თავიდან არ სჯეროდა ამ ბრძოლის რეალურობის, თუმცა აზრი მალევე შეიცვალა.

 

გაზიარება