ბუკმეიკერები ჩ.ლიგის მოგების ფავორიტად “ბარსელონას” მიიჩნევენ

ჩემპიონთა ლიგის მერვეფინალური სტადია დასასრულს მიახლოვდა. დღეს კიდევ 2 გუნდი გამოვლინდება, რომელიც ტიტულისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებს. საბუკმეიკერო კანტორები კი სანუკვარი თასის აღმართვის მთავარ ფავორიტად კატალონიის “ბარსელონას” მიიჩნევენ.

“ბარსელონამ” მერვედფინალში ტურნირის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი დაბრუნება მოაწყო. ენრიკეს გუნდმა პარიზში წაგებული 0:4 აღმოფხვრა და შემდეგი ეტაპის საგზური ისე მოიპოვა.

კოეფიციენტით ნომერ მეორე ფავორიტად მიუნხენის “ბაიერნს” მიიჩნევენ, ხოლო მესამე ადგილს ამ შემთხვევაში მადრიდის “რეალი” იკავებს.

“ბარსელონა” – 3.8
“ბაიერნი” – 4
“რეალი” – 5.8
“იუვენტუსი” – 9
“დორტმუნდი” – 11
“ატლეტიკო” – 12
“სიტი” – 12
“მონაკო” – 12
“ლესტერი” – 25

 

წყაროhttp://footballnews.ge
გაზიარება