ჟოზე მოურინიო: “ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით”

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრაში ჟოზე მოურინიოს “მანჩსტერ იუნაიტედი” პორტუგალიელი სპეციალისტის ყოფილ გუნდთან, ლონდონის “ჩელსისთან” 0:1 დამარცხადა და ასპარეზობას გამოეთიშა.

მატჩის შემდეგ მოურინიომ განაცხადა, რომ იგი ამაყია “მანჩესტერ იუნაიტედის” თითოეული ფეხბურთელითა და გუნდის ყველა გულშემატკივრით და სამომავლოდ მეტი წარმატების იმედი აქვს.

“ჩემი ფეხბურთელებითა და გუნდის გულშემატკივრებით ამაყი ვარ, მადლობა თქვენ! რაც შეეხება მსაჯებს, ამაზე კომენტარისგან თავს შევიკავებ. იმედი მაქვს, სამომავლოდ ჩვენი გუნდისთვის ყველაფერი გაცილებით უკეთ წარიმართება”. – განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში “მაჩესტერ იუნაიტედთან” ერთად პორტუგალიელმა უკვე მოიგო ინგლისის ლიგის თასი.

 

გაზიარება