ლონდონში ფანებს შორის სერიოზული დაპირისპირება გაიმართა (ფოტორეპორტაჟი)

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრა ლონდონის “ტოტენჰემსა” და თანაქალაქე “მილუოლის” შორის გულშემატკივრების დაპირისპირების ფონზე გაიმართა. დაძაბულობა ფანებს შორის თამაშის დაწყებამდე დაიწყო და დიდხანს გაგრძელდა.

გარდა ფიზიკური დაპირისპირებისა, გულშემატკივრებისგან რასისტული გამონათქვამებიც ისმოდა. ქუჩაზე პატრულირება რამდენიმე ასეულ პოლიციელს მოუწია. სამართალდამცავებმა ძალა პროპორციულად გამოიყენეს და ბევრი პიროვნება დააკავებს კიდეც.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა დაპირისპირების დაწყების საბაბი. როგორც ირკვევა, ინციდენტში “არსენალის” გულშემატკივრების კვალიც ფიგურირებს. გამოძიება ყველაფერს უახლოეს საათებში დაადგენს.

“ტოტენჰემმა” სათასო შეხვედრაში საკუთარი მეტოქე 5:0 გაანადგურა.




 

 

 

გაზიარება