ზიდანი:“კრიტიკას კარგად უპასუხეს“

ზინედინ ზიდანს მიაჩნია, რომ მისმა შეგირდებმა კრიტიკას კარგად უპასუხეს.

მადრიდის “რეალის“ ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ასე ფეხბურთელების გარჯა ესპანეთის ლა ლიგის 26-ე ტურში სტუმრად “ეიბართან“ 4:1 გამარჯვების მერე შეაფასა.

“ბიჭებმა წინა თამაშის გამო მიღებულ კრიტიკას კარგად უპასუხეს. მატჩი საუცხოოდ დავიწყეთ და სწრაფი გოლი გავიტანეთ. ერთ ტაიმში სამი გოლი კარგი შედეგია.

მოედნის საფარი საუკეთესო ხარისხის არ იყო, მაგრამ მაინც გავიტანეთ. თამაშისთვის სერიოზულად ვემზადებოდით და მეტოქეებს ყოველთვის ვაფასებთ.

ბენზემას თამაში მახარებს. მან საუცხოო გოლები გაიტანა და პარტნიორებთან კარგად ურთიერთქმედებდა.

გუნდის რეაქციით კმაყოფილი ვარ. სეზონის მსვლელობისას აღმასვლა და დაღმასვლა ყოველთვის იქნება. საუკეთესო ფეხბურთის მუდმივად ჩვენება შეუძლებელია“ – იუწყება ზიდანის ნათქვამს ინტერნეტპორტალი football-espana.net-ი.

გაზიარება