ხაბიბ ნურმაგომედოვი: “მშიერი არწივი სახლის კატას შეჭამს”

5 მარტს გასამართი ბრძოლის წინ ხაბიბ ნურმაგომედოვმა ტონი ფერგიუსონზე ისაუბრა.
“ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვის ყველაზე რთული ბრძოლა იქნება. რეზულტატი წინასწარ არავინ იცის. შესაძლოა, ბრძოლა პირველ რაუნდში დასრულდეს. რთული მეტოქეები აქამდეც მყოლია, მაგრამ ტონის სტილი მათგან განსხვავდება. მას 9 გამარჯვებიანი სერია აქვს. ამის არ დაფასება არ შეიძლება. მე მას როგორც ადამიანი, ცოტათი ვერ ვუგებ, მაგრამ მისი, როგორც მებრძოლის უნარები, აუცილებლად დასაფასებელია. შაბათს (ჩვენი დროით, კვირას, გამთენიისას), მშიერი არწივი სახლის კატას შეჭამს.
“მე აქ ამერიკისა და რუსეთის დაპირისპირებას ვერ ვხედავ. ერთადერთი, რაც მინდა, ეს ვადამდე მოგებაა. ის ყველაზე ძლიერი მეტოქეა და მისი ვადამდე დამარცხება მსურს.
“ტონი ფერგიუსონი კონორზე გაცილებით უკეთესი მებრძოლია. მაკგრეგორი დგომში ძალიან კარგია, მაგრამ ტონის მუხლებით და იდაყვითაც კარგი დარტყმები აქვს, იგი არაპროგნოზირებადია, პარტერშიც ძლიერია, აქვს გამძლეობა. შესაძლოა მაკგრეგორს იგი კრივში მართლაც ჩამორჩება, მაგრამ MMA-ში რომ შევადაროთ, ტონი კონორზე უკეთესია” – განაცხადა ხაბიბ ნურმაგომედოვმა.

 

 

წყარო: sport.adjara.com

გაზიარება