პეპ გვარდიოლა ლუის ენრიკეს: “მისი ძალიან კარგად მესმის”

ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებას “მანჩესტერ სიტის” ესპანელი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა გამოეხმაურა.

ცოტა ხნის წინ, ენრიკემ ოფიციალურად განაცხადა, რომ ამ სეზონის დასრულების შემდეგ, ის “ბარსელონას” მწვრთნელი არ იქნება.

“მის ამ გადაწყვეტილებას ორი მხრიდან შევხედოთ. როგორც გულშემატკივარს, ძალიან მეწყინა ენრიკეს წასვლა, რადგან ბარსელონამ უძლიერესი ადამიანი დაკარგა. 2-3 წლის განმავლობაში მან გუნდი უმაღ​ლეს დონემდე აიყვანა.

მეორეს მხრივ კი მისი გადაწყვეტილებას ძალიან კარგად მესმის. წარმატებებს ვუსურვებ ენრიკეს მომავალში”, – აცხადებს გვარდიოლა.

 

წყარო: goal.ge

 

 

გაზიარება