ზინედინ ზიდანმა რეალის ფეხბურთელები გააკრიტიკა

“ლას პალმასთან” ნათამაშები ფრის შემდეგ, კომენტარი მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა და თავისი ფეხბურთელები გააკრიტიკა.

“სამწუხაროდ, მთლიანი მატჩი ისეთი არ გამოვიდა, როგორიც სტარტი. თავიდან კარგად დავიწყეთ და გოლიც გავიტანეთ, თუმცა გატანილი გოლის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ჩემი ფეხბურთელებისთვის ყველაფერი დასრულდა, რის შედეგადაც გუნდი მოდუნდა და მეტოქისგან დაისაჯა.

მსგავსი რამ უკვე ბოლო 3-4 შეხვედრაში მოხდა. ჩვენი მიზანია შეცდომები გამოვასწოროთ და მომავალ მატჩებში ქულები არ დავკარგოთ”, – აცხადებს ზიდანი.

მადრიდის “რეალსა” და “ლას პალმასს” შორის გამართული მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ, ფრედ 3:3 დასრულდა.

 

 

 

 

 

 

გაზიარება