მანჩესტერის ფანები პოგბას რესტორანში ფიზიკურად გაუსწორდნენ

ცნობილი ბრიტანული გამოცემა, The Sun-ი წერს, რომ პოლ პოგბასა და “მანჩესტერის” ფანებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა.

შემთხვევა გუშინ, ქალაქის ინდურ რესტორანში მოხდა.

პოლ პოგბა მეგობრებთან ერთად რესტორნის კუთხეში იჯდა, რა დროსაც მასთან “იუნაიტედის” ქომაგები ავტოგრაფის ასაღებად მივიდნენ.

ფრანგმა ფეხბურთელმა ფანებს ავტოგრაფის მიცემაზე უარი უთხრა, რამაც ისინი გააღიზიანა. ცნობილია, რომ გულშემატკივარი პოგბაზე ფიზიკური ანგარიშწორებას აპირებდა, თუმცა პოლიცია დროულად მივიდა.

The Sun-ი წერს, რომ სამართალდამცავებმა სიტუაცია მალევე განმუხტეს.

 

 

 

 

გაზიარება