პიკე მსაჯებზე ალაპარაკდა

როგორც იცით, გუშინ გაიმართა ლა ლიგის 24-ე ტურის მატჩი, რომელშიც “ვილიარეალმა” მადრიდის “რეალს” უმასპინძლა და ანგარიშით 2:3 დამარცხდა. შეხვედრის მეორე ტაიმში მთავარმა არბიტრმა როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდის სასარგებლოდ საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილებები მიიღო.

აღნიშნულ მატჩს გამოეხმაურა კატალონიის “ბარსელონას” ერთ-ერთი ლიდერი, ხერარდ პიკე, რომელმაც საკუთარ სოციალურ ქსელში რამდენიმე ფოტო განათავსა. საინტერესოა, რომ აღნიშნულ კადრებში ესპანელ მცველს მადრიდის “რეალის” სასარგებლოდ დაშვებულ შეცდომებზე ჰქონდა გამახვილებული ყურადღება.

“ერთი და იგივე გუნდის წინააღმდეგ. 8 ქულა. თუ ვინმეს ეჭვი გეპარებათ, ეს კადრები მადრიდული გაზეთებიდანაა.” – წერს პიკე საკუთარ “თვითერზე”.

 

წყარო: footballnews.ge

 

გაზიარება