ლესტერ სიტიმ რანიერი გაათავისუფლა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ლესტერ სიტიმ” კლაუდიო რანიერი გაათავისუფლა.

იტალიელმა სპეციალისტმა უკანასკნელი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე გამართა, სადაც “სევილიას” დაუპირისპირდა.

2016-2017 წლების სეზონი, იტალიელმა კატასტროფულად ჩაატარა. ამჟამად, “ლესტერი” პრემიერ ლიგის მე-17 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონასთან 1 ქულა აშორებს.

მართალია, რანიერიმ შარშან გმირობა გააკეთა, თუმცა წელს კრახი განიცადა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ ჩაიბარებს “ლესტერ სიტის”.

შეგახსენებთ, რომ იტალიელმა შიდა ჩემპიონატი ისტორიაში პირველად შარშან მოიგო.

პრემიერ ლიგის ცხრილი
ლესტერ სიტიმ რანიერი გაათავისუფლა

 

წყარო: goal.ge

გაზიარება