ფრანგები ვაკატავას გარეშე ითამაშებენ

საფრანგეთის სარაგბო ნაკრების ხელმძღვანელობამ ექვსი ერის მორიგი ტურის წინ მოულოდნელი ცვლილებები განახორციელა. გი ნოვესის გადაწყვეტილებით, ირლანდიასთან მატჩის სტარტს სათადარიგოთა სკამზე შეხვდება უინი ატონიო, ვირიმი ვაკატავა კი განაცხადში საერთოდ ვერ მოხვდა.
ამას გარდა, ტრავმირებულ ლოან გიუჟონს ბერნარ ლე რუ შეცვლის, მარქაფაში კი კრისტოფერ ტოლოფუა, ედი ბენ არუსი, შარლ ოლივონი, ანრი შავანსი და ჯიბრილ კამარა მოხვდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ თადარიგში ვერ ვხედავთ სარეზერვო ათ ნომერს.
შეგახსენებთ, რომ ირლანდიისა და საფრანგეთის ნაკრებთა მატჩი შაბათს, 25 თებერვალს, დუბლინის “ავივა სთედიუმზე” თბილისის დროით 20:50 საათზე დაიწყება.

 

საფრანგეთი: 1. სირილ ბაიი, 2. გიიომ გირადო (კაპ.), 3. რაბა სლიმანი, 4. სებასტიან ვაამაინა, 5. იოან მაესტრი, 6. ბერნარ ლე რუ, 7. კევინ გურდონი, 8. ლუი პიკამოლი, 9. ბატისტ სერენი, 10. კამილ ლოპესი, 11. ნოა ნაკაიტასი, 12. გაელ ფიკუ, 13. რემი ლიამერა, 14. იოან უჟე, 15. სკოტ სპედინგი.
მარქაფა: 16. კრისტოფ ტოლოფუა, 17. უინი ატონიო, 18. ედი ბენ არუსი, 19. ჟულიენ ლე დევედეკი, 20. შარლ ოლივონი, 21. მაქსიმ მაშენო, 22. ანრი შავანსი, 23. ჯიბრილ კამარა.

გაზიარება