იბრაჰიმოვიჩი: “კარიერის დასრულება “აიაქსში” მსურს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” შვედმა თავდამსხმელმა, 35 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საკუთარი კარიერის შესახებ ისაუბრა. შვედი ფეხბურთელის თქმით, მას უკვე განსაზღვრული აქვს სად დაასრულებს საფეხბურთო მოღვაწეობას.

“ძალიან დიდი ხნის წინ განვსაზღვრე, რომ კარიერის დასრულება ამსტერდამის “აიაქსში” მსურს. ამ გუნდმა ყველაფერი მომცა, პროფესიონალად ჩამომაყალიბა და სამომავლო ასპარეზი გამიხსნა. საფეხბურთო კარიერა “მალმიოში” დავიწყე, თუმცა მსურს ამ გუნდის გულშემატკივრებს ვუთხრა, რომ ნუ დამელოდებიან. “აიაქსი” ჩემი ბოლო კლუბი იქნება. სადაც არ უნდა წავიდე და როგორც არ უნდა ვითამაშო, გადაწყვეტილებას არ შევიცვლი”. – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ კარიერის განმავლობაში ზლატან იბრაჰიმოვიჩი “მალმიოსა” და “აიაქსის” გარდა “იუვენტუსში”, “ინტერში”, “ბარსელონაში”, “მილანსა” და “პარი სენ-ჟერმენში” ირიცხებოდა.

მიმზინარე სეზონში პრემიერლიგის შეხვედრებში შვედმა თავდამსხმელმა 15 გოლის გატანა მოახერხა.

გაზიარება